ღონისძიება პარლამენტში

ზურაბ ჟვანიას იხსენებდნენ დღეს პარლამენტშიც.

საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა. შეხვედრა ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით ტარდება.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ირაკლი კობახიძემ, ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიმართეს და ქვეყნის წინაშე ზურაბ ჟვანიას დამსახურების შესახებ ისაუბრეს.