„ევროპული საქართველო“ იმ პორტალის მუშაობის შეფერხებას ეხმაურება, სადაც კერძო ლაბორატორიები „პისიარ“ ტესტების მონაცემებს ყოველდღიურად ტვირთავდნენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილი ითხოვს გაკეთდეს განმარტება, რამ გამოიწვია ტექნიკური ხარვეზი.
მისი თქმით, ეს არის შიდა პორტალი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, მოქალაქეებისთვის კოვიდ-19-ზე ტესტის აღება მარტო დილის საათებში არ უნდა ხდებოდეს. ჭიაბერაშვილის თქმით, პარტიას შემუშავებული აქვს კოვიდ-19-ის მართვის სტრატეგია, სადაც ძირითადი აქცენტები საველე ჰოსპიტალების მოწყობასა და საწოლფონდის გაზრდაზეა გაკეთებული.