ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. პარტიის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჭიაბერაშვილი საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამასთან ერთად, მედიასთან კომენტარი გააკეთა თავად ზურაბ ჭიაბერაშვილმაც და განაცხადა, რომ პარტიასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე გააგრძელებს მუშაობას.

მოცემულ თემას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც. გია ვოლსკის განცხადებით, გამოცდილების მიუხედავად, ჭიაბერაშვილი არ შეცვლილა და ის დესტაბილიზაციის კონკრეტულ სტრატეგიას მიჰყვება.