ასრულებდა საოპერო არიებს, რომანსებს და კამერულ ნაწარმოებებს.
კოლეგები ცნობილ საოპერო მომღერალს, ზურაბ ანჯაფარიძეს იხსენებენ.
ტენორს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მის მრავალწლიან შემოქმედებაში იყო გამორჩეული ოსტატობით შესრულებული ათეულობით პარტია, არაერთი საერთაშორისო აღიარება და მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე წარმატებული გამოსვლები.
თავის დროზე ზურაბ ანჯაფარიძე იტალიური მუსიკის მცოდნეებმა ჩაიკოვსკის პიკის ქალში გერმანის როლის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს.