ზურაბ ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა

18:28, 12.04.2018

დღეს ზურაბ ანჯაფარიძის დაბადებიდან 90 და გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა.

ქართველი ტენორის კოლეგები, მეგობრები და თაყვანისმცემლები ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში მომღერლის ბიუსტთან შეიკრიბნენ და მისი შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ზურაბ ანჯაფარიძის შესახებ  მომზადებული ვიდეორგოლის და წიგნის „სხივი დიდ თეატრში“ პრეზენტაცია მოეწყო ოპერის წითელ დარბაზში.

15 აპრილს ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველი ტენორის ხსოვნას ჯაკომო პუჩინის „ტურანდოტის“ საპრემიერო სპექტაკლს მიუძღვნის.

მსგავსი