ნოდარ ანდღულაძე დღეს  90 წლის გახდებოდა

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ნოდარ ანდღულაძე დღეს  90 წლის გახდებოდა.

ცნობილი ტენორის დავით ანდღულაძის შვილმა და მისმა მოსწავლემ თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა.

საქართველოს სახალხო არტისტი წლების მანძილზე ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, პარალელურად კი უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრის პედაგოგი იყო.

პედაგოგიურ მოღვაწეობას სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში, სადაც საოპერო მომღერლების არაერთი თაობა აღზარდა, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო საოპერო სცენებზე.

გამოჩენილი ქართველი ტენორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოამბის დასრულებისთანავე პირველი არხი წარმოგიდგენთ თინათინ ნიკურაძის ფილმს ჰომო კანტო – ადამიანი მომღერალი. ფილმი  გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერლის  შემოქმედების და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.