ქართველმა სოპრანო ნინო მაჩაიძემ პლასიდო დომინგოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

03:24, 18.11.2017

ლოს ანჯელესის ოპერაში ლეგენდარული ტენორის პლასიდო დომინგოს ამერიკული დებიუტიდან 50 წლის იუბილე აღინიშნა – 1967 წელს სწორედ ლოს ანჯელესში იმღერა პირველად დომინგომ.

LA Opera-ში მუსიკოსისა და დირიჟორისადმი მიძღვნილ საღამოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულმა საოპერო, საესტრადო მომღერლებმა და მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალური მიწვევით ლოს ანჯელესში ჩავიდა ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძეც, რომელსაც დომინგოსთან არაერთხელ უთანამშრომლია.

მსგავსი