ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრმა, ირინა შედანიამ ყველას სახელით გააკეთა. მისი თქმით, მათ არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას. ბრიფინგზე ასევე გაჟღერდა, რომ პარტიის დატოვებას კიდევ ათეულობით აქტივისტი და პარტიის წევრი აპირებს. მანამდე კი, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქციის 14-მა წევრმა და სამმა თანამშრომელმა დატოვა და ნიკა მელიას მოძრაობას დაუჭირა მხარი.