ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლომლობა. თავად ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე უფლებადამცველის ყოლაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, 28 სექტემბერს გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.