მკვლელობა ქობულეთში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში შუახნის მამაკაცი ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, ძმებს შორის კონფლიქტი მოხდა და ერთ-ერთმა მეორეს სანადირო თოფიდან ესროლა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. რწმუნებულის ინფორმაციით, ძმები ერთ ოჯახში ცხოვრობდნენ და კონფლიქტი ადრეც ჰქონდათ. 52 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი