ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ანი წითლიძის და გიორგი პატარაიას ქმედება. მათ ჯარიმის სახით 2000-2000 ლარის გადახდა მოუწევთ. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. საქმე ეხება მიმდინარე წლის 11 აპრილს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში მომხდარ ფაქტს, როდესაც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – ანი წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მანუჩარ ჩხეტიას სარეზოლუციო ნაწილს მოსამართლე ხვალ გამოაცხადებს.