ლევან ხაბეიშვილის განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი დღეს წალენჯიხაში მოქალაქეებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. ხაბეიშვილი გამოეხმაურა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ გამართულ ბრიფინგს და თქვა, რომ ეს ნიკა მელიას დავალებით გამართული ბრიფინგი იყო, რომელსაც არც ანი წითლიძე და არც ლევან კოჯარია დასწრებიან.