ზუგდიდის ჰოსპიტალში გრიპისმაგვარი დაავადებებით 42 ავადმყოფი მკურნალობს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპისმაგვარი დაავადებებით 42 ავადმყოფი მკურნალობს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, რომ ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
42 პაციენტიდან 13 ბავშვია. რაც შეეხება ორი დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ორ მოზარდს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.