სეზონური ვირუსები

საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ვირუსული ინფექციები ცირკულირებს – ამ დროისთვის A ტიპის გრიპთან ერთად, კიდევ 11 ვირუსია გავრცელებული. ავადობა კვლავ მაღალია ორ წლამდე ბავშვებში, ასევე გაზრდილია ჩუტყვავილას შემთხვევები.

მედიკოსების ინფორმაციით, მკვეთრად მოიმატა კლინიკებში მიმართვიანობამ. ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, სპეციალისტები მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ.