ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტილია

ამ დრომდე გადაკეტილია ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

სოფელ ბეჩოს მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი თქმით, თუ არ დაიწყება სამუშაოები, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გზის მშენებლობა ექვსი წლის წინ დაიწყო, გამოიცვალა რამდენიმე სამშენებლო კომპანია, მაგრამ პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიამ, რომელმაც ორი წლის წინ გაიმარჯვა ტენდერში, ვერ ასრულებს სამუშაოებს ფინანსური პრობლემების გამო.

ბეჩოს მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაში საგზაო დეპარტამენტი ჩაერთო. მერი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება