საგაზაფხულო სამუშაოები სვანეთში 

„კოვიდ-19“-ის პანდემიამ ყველაზე მეტად ტურიზმი დააზარალა. ამიტომ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის რეგიონები, სადაც ყოველწლიურად ტურისტთა მზარდ ნაკადებს იღებდნენ. მათ შორისაა მესტიის რაიონის სოფელი ბეჩო, სადაც ადგილობრივები ზარალის ასანაზღაურებლად და შემოსავლების მისაღებად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებით დაკავდნენ.

ვაკო ორმოცაძე დაინტერესდა, რამდენად რთული აღმოჩნდა მაღალმთიანი და ტურიზმზე დამოკიდებული სოფლისთვის პანდემიით შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება.