ზღვის უბნის პარკი

დედაქალაქს, ზღვის უბნის პარკის სახით, ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ტერიტორიაზე მანამდე ნაგავსაყრელი იყო. კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტზე ჯამში 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. ახალი რეკრეაციული სივრცე თბილისის მერმა გახსნა.