დედაქალაქს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. ზღვის უბნის პარკი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია. აღნიშნულ ტერიტორიაზე მანამდე ნაგავსაყრელი იყო. კეთილმოწყობის სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და თბილისის ბიუჯეტიდან პროექტზე ჯამში 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს თბილისის მერმა საზეიმოდ გახსნა.
რას აერთიანებს ზღვის უბნის პარკი – თემაზე დეტალურად პირდაპირ ეთერში მარიკა შალიკაშვილი ისაუბრებს.