მეხუთე დღეა სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ მიმდინარეობს. თურქეთის შეიარაღებული ძალები ქურთული სამხედრო ჯგუფების პოზიციებს ბომბავენ. ქურთების შეიარაღებისთვის ოფიციალური ანკარა აშშ-ის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონმა ქურთებთან მიმართებაში არც ერთი დაპირება შეასრულა.
მოსკოვში კი ფიქრობენ, რომ სირიელი ქურთების დახმარებით შტატები სირიის გაყოფას ცდილობს.
სამხედრო ოპერაციაზე აშშ-ისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს.