ამერიკელ სენატორთა ორპარტიული ჯგუფი უკრაინაში იმყოფება. სენატორები პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ. ისინი კიევში ვიზიტისას უკრაინას სოლიდარობას და შეიარაღებას დაჰპირდნენ. მათ გააფრთხილეს ვლადიმერ პუტინი, რომ უკრაინაში ინტერვენციას მკაცრი შედეგები მოჰყვება. როგორც სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინელ ხალხს იარაღს მიაწვდის.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ამერიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდების შესახებ განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. კანადური მედიის ცნობით კი, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე ჯგუფი გაგზავნა.