„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი - სენატორების გამოხმაურება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრი ერთობლივი განცხადებით ეხმაურება. სენატორებმა წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გაავრცელეს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის მიღება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის.

წერილში ასევე საუბარია, რომ საქართველო რუსეთისგან კვლავ ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა ფართო მავნე გავლენა, დეზინფორმაციული კამპანიები და ჰიბრიდული ომი. „არასდროს იქნება მიტოვებული ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებები,“ – ნათქვამია სენატორების წერილის ბოლოს.