ამბის თხრობის ფესტივალი ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა და რეჟისორმა, შონ პენმა დახურა. მსახიობმა დამსწრე აუდიტორიას ამბის თხრობის საკუთარი ხედვა გააცნო. ფესტივალი, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 6 სცენას აერთიანებდა, სადაც პანელური დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები და ვორქშოფები იმართებოდა. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამბის თხრობის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს გასცნობოდნენ. ფესტივალმა სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ინდუსტრიის 60-მდე წამყვანი პროფესიონალი გააერთიანა.