ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი წელს 8-დან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს 40-მდე საერთაშორისო სპიკერი ეწვევა, რომელიც სამი დღის განმავლობაში სტუმრებს ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაუზიარებს. ფესტივალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის პანელური დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები და ქალაქის ტურები.