საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობის არსებული კანონმდებლობა გადაიხედება და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება. გადაწყვეტილება ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიიღეს. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დამსახურებით ბოლო წლებში საქართველომ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით წარმატებას მიაღწია.
ჩვენი ქვეყნის ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო 2020 წლიდან საქმიანობს. სააგენტოს მიზანია, შეზღუდოს საფრთხის შემცველი პროდუქტების ბაზარზე ხელმისაწვდომობა, რათა დაცული იყოს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, აგრეთვე გარემო და საკუთრება.