ზაზა სარალიძე შსს-ში გამოძიების შეკითხვებს პასუხობს

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა გამოძიების შეკითხვებს პასუხობს. მასთან ერთად უწყებაში იმყოფება მისი ადვოკატი. პარალელურად, სამინისტროში მიმდინარეობს 51-ე სკოლის მოსწავლეების გამოკითხვაც.

ნათია ქენქაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში – თუ არის ცნობილი, რა შეკითხვები აქვს გამოძიებას ზაზა სარალიძესთან ან 51-ე სკოლის მოსწავლეებთან?