აჭარის უმაღლეს საბჭოში ზაზა ოქუაშვილი მერაბ ბლადაძემ შეცვალა. ახალი დეპუტატის უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოში დღეს ცნეს.
ზაზა ოქუაშვილმა, რომელიც უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, დეპუტატობაზე უარი საკუთარი განცხადების საფუძველზე განაცხადა. იგი პარტიული სიის მომდევნო ნომერმა ჩაანაცვლა.
მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ ძირითადად ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, თუმცა მხარს დაუჭერს მმართველი გუნდის სასიკეთო ინიციატივებსაც.
აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, მათგან 14 „ქართულ ოცნებას“, ხუთი „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი „პატრიოტთა ალიანსს“ და ერთი ნინო ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს.