თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ზაზა აზმაიფარაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. დირიჟორს ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე დიდი წვლილი მიუძღვის და 28 საოპერო პრემიერა აქვს შესრულებული. ვარსკვლავის საზეიმო გახსნამდე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ზაზა აზმაიფარაშვილს სპექტაკლი – „მანონ ლესკო“გაიმართა. ღონისძიება დირიჟორის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.