რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ ია ნინიძის შემოქმედებითი საქმიანობის 55 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, ძველი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ კი მსახიობის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. საღამოზე, რომელსაც თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, წარმოდგენილი იყო ია ნინიძის ცხოვრება კინოსა და თეატრში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ია ნინიძის მეგობრები, მსახიობები და მომღერლები. საღამო მუსიკალურად გააფორმა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა.