„ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრობს. ზაურ დარგალის თქმით, შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით აქციასა და საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებს. „ქართული ოცნება“ მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და არ გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი.