სახალხო დღესასწაული ადიგენში.
სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღის აღნიშვნა მისსავე აშენებულ ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა.
სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ საზეიმო წირვა დილიდან აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ დღესასწაული სოფელ ზარზმის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტით გაგრძელდა. ასევე გაიმართა ყველის ფესტივალი და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.