ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 47 კილომეტრიანი გზისა და შვიდი ხიდის რეაბილიტაცია, ასევე დაიგება ასფალტ-ბეტონის ორზოლიანი გზის საფარი. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ადიგენის სოფელ ზარზმაში დასრულდება.