ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარება

ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანსა და საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა.

ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის და აღინიშნა, რომ ბაკურიანში წარმატებით ჩატარებულმა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს. შეხვედრის ფარგლებში შპს „ემ თი ეის“, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია სვანეთში დაიწყოს მუშაობა ოთხ სეზონიანი სასწავლო /საწვრთნელი ბაზების პროექტზე.