ყულიშკარის წმ. გიორგის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია ქართულ-არამეულად აღევლინა
ზუგდიდში, ყულიშკარის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში გასაკუთრებულად აღინიშნა გიორგობის დღესასწაული.
მონასტერს, მგალობლებთან ერთად, მართლმადიდებელი ასურულების სულიერი მოძღვარი, მამა სერაფიმე სტუმრობდა.
სადღესასწაულო ლიტურგია ქართულ-არამეულად აღევლინა.
წირვის შემდეგ, ტრადიციულად, მამა სერაფიმეს მიერ შექმნილი არამეული საგალობლებიც შესრულდა.
წირვას სხვადასხვა რაიონიდან, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოსული მრევლი დაესწრო.