ქანდელი მგალობლები არამეულ ენაზე შექმნილ საგალობლებს საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენენ

18:33, 27.01.2018

ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის მონასტრის გუნდი არამეულ ენაზე შექმნილ საგალობლებს საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. ანსამბლმა მოსკოვში გამართულ 3 კონცერტში უკვე მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მამა სერაფიმეს გადაწყვეტილებით, გუნდმა კრემლის დარბაზში გამოსვლაზე უარი თქვა და ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, კონცერტი სხვაგან გადაეტანათ.

მონასტრის გუნდს ფესტივალებსა და კონცერტებზე მიწვევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქვს. უახლოეს პერიოდში ქანდელი მგალობლები ლიტვას და შვეიცარიას ესტუმრებიან.

მსგავსი