ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს იაშვილის კლინიკაში არამეული საგალობლების მოსმენის საშუალება მიეცათ

19:17, 05.05.2018

საჩუქარი იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების პაციენტებს. ბავშვებს, რომლებიც ლეიკემიას ებრძვიან, დღეს არამეული საგალობლების მოსმენის საშუალება ჰქონდათ.

მათ ქანდის მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმე მგალობლებთან ერთად სტუმრობდა. შესრულდა ის საგალობლები, რომელსაც მონასტრის გუნდი საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებზე წარადგენს.

ღონისძიება პატარა პაციენტების თხოვნით ჩატარდა.

 

მსგავსი