„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს ბრალი გულგრილობის მუხლით წარედგინათ. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ დააკავეს.
ბრალდებულების ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. რა არგუმენტები აქვს პროკურატურას, გიორგი კობერიძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.