ყაზახეთის პრემიერის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. ალიხან სმაილოვი თბილისს დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია დილით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამ წუთებში კი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრა მიმდინარეობს საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებს შორის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. რასაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ალიხან სმაილოვის თანმხლებ დელეგაციაში შედიან ყაზახეთის მთავრობის, მათ შორის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის, საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ინტეგრაციის, ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები.