ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმე და 85 წლის ომარ გამყრელიძის სასამართლო პროცესი. მოსამართლემ ომარ გამყრელიძის და მისი შვილიშვილის, უმცროსი ომარ გამყრელიძის საქმის გაერთიანების შესახებ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე მას მეუღლის, ელზა გამყრელიძის მკვლელობაში დახმარებას ედავება. კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით, მან შვილს, ნოდარ გამყრელიძეს გადასცა „გეკო-23-ის“ სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, დედის, ელზა გამყრელიძის მოსაკლავად. მკვლელობის დახმარების გარდა, გამყრელიძეს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. ამავე ბრალდებით დაკავებულია მისი შვილიშვილი ომარ გამყრელიძე უმცროსი, რომლის მანქანის ჩხრეკისას აღმოაჩინეს სხვადასხვა სახის საბრძოლო ვაზნები. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს დანარჩენი ოთხი ადამიანის მკვლელობის იარაღი. ექსპერტიზის დასკვნით ოთხივე მათგანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არის მოკლული. მომდევნო პროცესი 15 აგვისტოს გაიმართება.