მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს

აღიარებს თუ არა დანაშაულს შვილის, რძლის და ორი მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებული 85 წლის მამაკაცი. ომარ გამყრელიძეს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, ტარება.

ადვოკატი ბრალდებულის პოზიციაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ დაკავებულს მომხდარის დეტალების გახსენება პერიოდულად უჭირს. ინტერესების დამცველი ფიქრობს, რომ მას ხანდაზმული ასაკიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები შეეხება. ოთხი ადამიანის მკვლელობისა და ერთი პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულისთვის, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ, 12:00 საათზე იმსჯელებს.