ყანდაურაში ხუთი ადამიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა. სხდომაზე დაცვის მხარე პატიმრობაში მყოფი 85 წლის ომარ გამყრელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს.
შუამდგომლობა დაცვის მხარემ მას შემდეგ დააყენა, რაც პროკურატურამ ომარ გამყრელიძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა და დღეს მას არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება. მთავარი დამნაშავე კი გამოძიების ვერსიით ომარ გამყრელიძის შვილია.
მკვლელობა სოფელ ყანდაურაში მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.
ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, 85 წლის მამაკაცმა საკუთარი ცოლი დაჭრა, შვილი, რძალი და ორი ნათესავი კი მოკლა.