დაკავება ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შიდა ქართლის რეგიონში, ოთხი ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა.
დაკავებისას, ბრალდებულისგან დამატებით ამოღებულ იქნა 200 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა. საქმეზე გრძელდება გამოძიება.