უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა

უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ გავლით, ცდილობდა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გაეტანა არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი.

შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილით განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 90 180 კოლოფი უცხოური წარმოების უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება ხდებოდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 234 468 ლარს შეადგენს.