წყნეთში საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხდება.
რეაბილიტაცია გაგრის III ჩიხის VII კორპუსში უკვე დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, გამაგრდა სახლის საძირკველი და კედლები, მოხდა არსებული ბზარების ამოვსება, კედლები ქვიშა-ცემენტის ხსნარით შეილესა, მოეწყო სანიაღვრე არხი.