კახა კალაძის თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზარალებულთა ყველა ხარჯს ხელისუფლება დაფარავს
კახა კალაძის თქმით, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზარალებულთა ყველა ხარჯს ხელისუფლება დაფარავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებთა დახმარების ხარჯებს თბილისის მერია და ცენტრალური ხელისუფლება საკუთარ თავზე აიღებს.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ამ ადამიანებს პრეტენზია არ აქვთ და არსებულ სიტუაციასა და მდგომარეობას გაგებით მოეკიდნენ.

“პირველივე წუთიდან და დღიდან ისნის გამგეობა და პირადად გამგებელი, ბატონი ლაბუჩიძე ამ ადამიანებთან ერთად იყო. ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვინც იტყვის, რომ თბილისის მერიას, ისნის გამგეობას ამ ადამიანებისთვის ყურადღება არ მიუქცევია”, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს. 

რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, კალაძის თქმით, საგამოძიებო უწყებების მიერ იმ კონკრეტული ბინების დათვალიერება მიმდინარეობდა, სადაც აფეთქება მოხდა და სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

“შესაბამისად გუშინ “ თბილსერვისის” ჯგუფი უკვე შევიდა და დასუფთავება დიწყო. დღეს დილიდან კი შევიდა თბილისის ლბორატორია, რომელიც კორპუსის არსებულ მდგომარეობას შეამოწმებს, რამდენად ვარგისის იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. დასკვნა რომ გვექნება, სამუშაოებს აუცილებლდ დავიწყებთ. თუ დასკვნა ამის საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, რებილიტირება ჩატარდება და საცხოვრებელი ბინები პირველად სახეს დაუბრუნდება. ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ, ყველაფერს თავის თვზე თბილისის მერია და ცენტრალური ხელისუფლება აიღებს. ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება”, – აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისი მერმა განმარტებები ერთჯერად კომპენსაციებსა და მის მიზნობრიობაზეც გააკეთა.

მისი განმარტებით, 500-ლარიანი დახმარება, რომელიც ოჯახებს გადაეცათ, მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთებისა და ტანსაცმლის შესაძენად გამოიყო.

“ რაც შეეხება 500 ლარს, თუ არ ვცდები, 2-3 ოჯახი იყო, ვისაც კონკრეტულად საცხოვრებელი ფართი და რაც კი გააჩნდა, ყველაფერი დაეწვა. ელემენტარული ტანსაცმლის ყოდვის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მათ მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ და იმისთვის, რომ თავიანთი პატარებისთვის ტანსაცმელი ეყიდათ, ეს თანხა ამისთვის იყო გამოყოფილი. ყველა ხარჯა თავის თავზე ვიღებთ ჩვენ, ეს სარეაბილიტაციო ხარჯები იქნება, ბინების კეთილმოწყობა და ასე შემდეგ”, – განაცხადა კალაძემ.