საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან, თბილისი მერთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას. გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიყო, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია და წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28 მილიონ ლარს სცდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებულ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორის მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობების მშენებლობა, ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები, მზიურის ტერიტორიაზე მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი საყრდენი კედლის მოწყობა.