გურიის მხარეში წყალმომარაგების მიმართულებით სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების ექვსი პროექტი ხორციელდება.
ოზურგეთში, სადაც არსებული ქსელი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს, რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. შენდება ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. მიმდინარე პროექტი სახელწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაგეგმილი სხვადსხვა მიმდინარე პროექტების დასრულება, ეტაპობრივად, 2024-2026 წლებში იგეგმება, რის შედეგადაც, 40 400-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.