წიწამურთან კომპანია „ჯივიპის“ დაზიანებული მაგისტრალური მილსადენი აღდგენილია. ამ ეტაპზე დასრულებულია მილის გამორეცხვის სამუშაოები და უკვე დაიწყო წყლის მიწოდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქსელის სრულად დატვირთვისა და სპეციალური რეჟიმის მოხსნისთვის კიდევ გარკვეული დროა საჭირო, თუმცა წყლის გრაფიკით მიწოდების დასრულების საბოლოო ვადად ხვალინდელი დღე სახელდება. აბონენტები წყლის მიწოდების სრულად აღდგენის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას კომპანიისგან რაიონების მიხედვით მიიღებენ.