ხმელთაშუა ზღვის ქარიშხალ „დანიელისგან“ წარმოქმნილმა წყალდიდობამ ლიბიაში 800 ათასი ადამიანი დააზარალა. ეს რიცხვი ლიბიის მოსახლეობის დაახლოებით 11 პროცენტს შეადგენს. სამძებრო-სამაშველო ჯგუფები ოპერაციას ნანგრევებში კვლავ განაგრძობენ. ლიბიის დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ქალაქ დერნას მახლობლად, მაშველებმა 450-ზე მეტი ცხედარი ნახეს. ლიბიაში წყალდიდობას 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.