პაკისტანის ერთი მესამედი წყალდიდობის გამო დატბორილია. მასშტაბურმა სტიქიამ დააზიანა გზები, საცხოვრებელი სახლები და ნათესები. ზოგიერთ სოფელთან გაწყვეტილია კავშირი. პაკისტანის ხელისუფლების მონაცემებით, ივნისიდან, წვიმების სეზონის დაწყების შემდეგ, წყალდიდობებს ქვეყანაში სულ მცირე 1 136 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 75 მოქალაქე. სტიქიამ 33 მილიონი პაკისტანელი დააზარალა. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობით მიყენებული ზარალი 10 მილიარდ დოლარს აჭარბებს.