საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ჩინეთში ჩატარებულ მსოფლიო უნივერსიადაზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩში ჩვენმა წყალბურთელებმა ამერიკის ნაკრები 12:7 დაამარცხეს და უნივერსიადაზე უნივერსიადაზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ქართველი წყალში მხტომელებიც, რაც ასევე ისტორიული შედეგია საქართველოსთვის.